ჰალანდი, სანჩო და ფატი პრემია „გოლდენ ბოის“ პრემიის ნომინანტებს შორის მოხვდნენ
ჰალანდი, სანჩო და ფატი პრემია „გოლდენ ბოის“ პრემიის ნომინანტებს შორის მოხვდნენ

იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ გამოაქვეყნა 2020 წლის „გოლდენ ბოის“ პრემიაზე 100 ნომინანტის სია. პრიზს გადასცემენ ევროპის 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს.

პრეტენდენტებს შორის აღმოჩდნენ „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, მისი თანაგუნდელი ჯეიდონ სანჩო, „ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი, „ჩელსის“ ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოი, „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს პრემია მიიღო „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ჟოაო ფელიქსმა.

2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამარჯვებული გამოვლინდება წამყვანი სპორტული გამოცემების ჟურნალისტების გამოკითხვით. 15 ოქტომბერს გამოაქვეყნებენ მოკლე სიას, რომელშიც 20 ფეხბურთელი დარჩება. სწორედ მათგან აირჩევენ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს.