ჰალანდი - გვარდიოლა, შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
„სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა „ქალაქელების“ თავკაცის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტი, შესაძლოა, ფეხბურთს ისტორიაში საუკეთესო სპეციალისტია.
„გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და, შესაძლოა, ყველაზე კარგიც კი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ახსოვს. მასთან მუშაობისას ყოველთვის ბევრს მოველი და ვცდილობ, ეს მოლოდინები ნებისმიერ წამს გავამართლო. ბედნიერებაა, რომ ჩვენ ერთ გუნდში ვართ“, – განაცხადა „სიტის“ თავდამასხმელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს მანჩესტერულმა კლუბმა 53 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – გვარდიოლა „სიტიში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.