ჰალანდი - ჩემი მიზანი ტიტულის მოპოვებაა #1TVSPORT
ჰალანდი - ჩემი მიზანი ტიტულის მოპოვებაა #1TVSPORT

პრემიერლიგის ლიდერ „არსენალთან“ მატჩის წინ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა საკუთარ გუნდსა და მიზნებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 თებერვალს ერთმანეთს პრემიერლიგის გრანდები დაუპირისპირდებიან – „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.

„უკვე 25 გოლი გავიტანე და ეს არანორმალურია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემს გუნდს სეზონში საშუალოდ 100 გოლი გააქვს და მე თავდამხმელი ვარ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. თავიდანვე ვიცოდი, რომ „სიტიში“ თამაშისას ბევრ გოლს გავიტანდი. ჩემი მიზანი ტიტულის მოპოვებაა. თუმცა, ძალიან შორს გახედვა არ არის საჭირო და უკეთესია, თუ თამაშიდან თამაშამდე წავიწევთ წინ. პრემიერლიგაში უმკაცრესი კონკურენციაა და თითოეულ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს“, – მიაჩნია ერლინგ ჰალანდს.

ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „არსენალი“ ლიდერობს, „მანჩესტერ სიტი“ მეორე პოზიციაზეა.