„ჰალ სიტის“ ექს-ფორვარდი - წაგებით არველაძემ თავდაჯერება დაკარგა და იმედია, ამ მდგომარეობიდან გამოვა #1TVSPORT
„ჰალ სიტის“ ექს-ფორვარდი - წაგებით არველაძემ თავდაჯერება დაკარგა და იმედია, ამ მდგომარეობიდან გამოვა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზა მალე დასრულდება და შოთა არველაძეს ჩემპიონშიფში გადამწყვეტი თამაშები ელის, რომელზეც მისი მომავალია დამოკიდებული.

ჰალ სიტის” ყოფილი ფორვარდი აარონ მაკლინი ამბობს, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჯერ თავად უნდა შეძლოს ბოლო ტურში „სუონსისთან“ წაგების (0:3) შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლა, თუ უნდა, რომ ფეხბურთელების განწყობა აამაღლოს.

მისი თქმით, არველაძე დათრგუნულად გამოიყურებოდა „სიონსისთან“ მისი გუნდის წაგების (0:3) შემდეგ, რაც მისთვის კატასტროფა აღმოჩნდა და გადადგომასაც ფიქრობდა. „ჰალის“ ქართველი მთავარი მწვრთნელი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ნდობა იგრძნო გუნდის მფლობელის, აკუნ ილიჯალისგან, რომელიც იმედოვნებს, რომ არველაძეს შეუძლია შეცვალოს ვითარება შემდეგ ტურში „ლუტონ თაუნთან” საშინაო თამაშამდე. მაგრამ „ვეფხვების“ ყოფილი ფორვარდი მაკკლინი ამბობს, რომ ყველაფერი მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულებით უნდა დაიწყოს.

„მის (არველაძის) ინტერვიუს რომ ვუსმენდი, როგორც „ჰალის“ ფანი, გახარებული არ დავრჩი. ის ამ მომენტში ნამდვილად დათრგუნული ჩანდა. მისი თავდაჯერებულობა არ იგრძნობოდა და ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელებზეც აისახება. ეს არ იყო ძალიან კარგი სანახავი. მაგრამ იმედია, ამ მდგომარეობიდან გამოვა“, – განუცხადა მაკლინმა Sky Sports-ს.

ჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და სეზონში ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარა. მაკლინი თვლის, რომ არველაძის ფეხბურთელები არ იყვნენ იმ დონეზე, რაც ასეთ თამაშს სჭირდებოდა.

„მათ შეუძლიათ მეტოქეს პრესინგით აქტიურად ეთამაშონ, არ იყვნენ პასიურები და არ მისცენ მეტოქეს უფლება, იოლად გადალახონ ბარიერები. ბოლო შეხვედრაში მე ეს ვერ დავინახე. თამაში 3-0 დასრულდა – ორი გოლი აშკარა შეცდომის შედეგად გავიდა. მაგრამ „სუონსიმ“ გაფლანგა შესაძლებლობები, კიდევ ექვსი-შვიდის გატანა შეეძლო. ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს“, – იმედოვნებს „ჰალ სიტის” ყოფილი ფორვარდი.