ჰაკიმიმ პსჟ-სთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ჰაკიმიმ პსჟ-სთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ინტერის“ მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა „პარი სენ-ჟერმენთან“. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში დაწერა ცნიბილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა უკვე აცნობა თავის ახლობლებს, რომ მოელაპარაკა პარიზულ კლუბს და უახლოეს ხანში ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.

გარიგების თანხად 70 მილიონ ევროს ასახელებენ.

გასულ სეზონში ჰაკიმიმ სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.