ჰაკიმი „რეალში" დაბრუნდება და 2025 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს
ჰაკიმი „რეალში" დაბრუნდება და 2025 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს

„რეალის“ განაპირა მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც იჯარის წესით თამაშობს „დორტმუნდში“, წლევანდელი სეზონის შემდეგ დაბრუნდება მადრიდულ კლუბში და 2025 წლის ზაფხულამდე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაწერა „ტვიტერში“.

21 წლის ჰაკიმის მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „დორტმუნდს“ სურდა მაროკოელის შენარჩუნება. თუმცა, მაისის ბოლოს აშრაფის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის მიზანი – „რეალში“ თამაშია.

ამ სეზონში ჰაკიმიმ 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.