ჰაკიმი „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად მილანში ჩაფრინდა
ჰაკიმი „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად მილანში ჩაფრინდა

მადრიდის „რეალის“ მცველი აშრაფ ჰაკიმი უახლოეს მომავალში მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ჯანლუკა დი მარციო.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მაროკოელი ფეხბურთელი მილანში ხელშეკრულების დეტალებს განიხილავს და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

პრესაში იწრება, რომ 21 წლის ჰაკიმი იტალიელებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ტრანსფერის ღირებულება კი 40 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

2019/20 წლების სეზონი „სამეფო კლუბის“ მაროკოელმა ფეხბურთელმა გერმანიაში, „დორტმუნდში“ გაატარა, მონაწილეობდა 45 მატჩში, გაიტანა ცხრა გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი