ჰაკიმ ზიეჩს „ჩელსიდან“ წასვლა სურს
ჰაკიმ ზიეჩს „ჩელსიდან“ წასვლა სურს

„ჩელსის“ მაროკოელი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი ლონდონურ კლუბში უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლა სურს, – ამის შესახებ Corriere dello Sport იუწყება.

27 წლის ფეხბურთელი „არიტოკრატებს“ 2020 წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ შეუერთდა და ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუწია. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლემპარდის ნაცვლად „ჩელსიში“ თომას ტუხელი მივიდა, ზიეჩმა ახალი გუნდის ძიება დაიწყო.

ჰაკიმმა ლონდონელთა მაისურით 19 თამაში ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.