ჰაკიმ ზიეჩი უკვე „ჩელსის“ ფეხბურთელია, თუმცა მიმდინარე სეზონს „აიაქსში“ დაასრულებს
ჰაკიმ ზიეჩი უკვე „ჩელსის“ ფეხბურთელია, თუმცა მიმდინარე სეზონს „აიაქსში“ დაასრულებს

„ჩელსიმ“ ჰაკიმ ზიეჩთან პირადი საკითხები მოაგვარა და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტიც უკვე გააფორმა, თუმცა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე „აიაქსში“ დარჩება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „აიაქსის“ 26 წლის შემტევში ლონდონურმა გუნდმა 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

„ვამაყობ, რომ ასეთ დიდებულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი“, – ამბობს მაროკოელი, – „მოუთმენლად ველი მომდევნო სეზონს და იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრს მივაღწევთ“.

„აიაქსის“ შემადგენლობაში ზიეჩმა მიმდინარე სეზონში ცხრა გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი