ჰაკიმ ზიეჩი ბრაზილიურ „ბოტაფოგოში“ ითამაშებს #1TVSPORT

07:52, 07.09.2026

მაროკოელი შემტევი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი საფეხბურთო კარიერას ბრაზილიაში, „ბოტაფოგოს“ შემადგენლობაში გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, ზიეჩი „ბოტაფოგოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ის უკვე ბრაზილიაშია და კონტრაქტს მალე გააფორმებს.

ბოლოს ზიეჩი „ვიდად კასაბლანკას“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი „ალ დუჰაილში“, „გალათასარაიში“, „ჩელსიში“, „აიაქსში“, „ტვენტესა“ და „ჰენერვენში“ თამაშობდა.

ზიეჩმა „ჩელსისთან“ ერთად 2021 წელს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მას მაროკოს ნაკრებში 64 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი