ჰაკიმ ზიეჩი ახლოსაა, კარიერა საუდის არაბეთში, „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში გააგრძელოს #1TVSPORT
ჰაკიმ ზიეჩი ახლოსაა, კარიერა საუდის არაბეთში, „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში გააგრძელოს #1TVSPORT

საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბები ევროპულ გრანდებში მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ ინტერესს არ წყვეტენ. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, „ალ-ნასრი“, რომლის რიგებშიც კრიშტიანო რონალდო თამაშობს, ახლოსაა, ჰაკიმ ზიეჩი გადაიბიროს ლონდონის „ჩელსიდან“.

წყაროს ცნობით, მაროკოელმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთიდან ზღაპრული წინადადება მიიღო – სამწლიანი კონტრაქტი და სეზონში 30 მილიონი ევრო ანაზღაურების სახით. ამასთანავე, თუ „ალ-ნასრი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდება, ის დამატებით თანხას მიიღებს.

30 წლის ზიეჩი „ჩელსიში“ 2020 წელს გადავიდა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრის სტატუსი ვერ მოიპოვა. მას ზამთარში „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებდნენ.

შეგახსებეთ, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში, რონალდოს გარდა, მომავალი სეზონიდან კარიმ ბენზემა და ნ’გოლო კანტეც ითამაშებენ.