ჰაკერებმა პენტაგონის კომპიუტერულ ქსელზე თავდასხმა მოაწყვეს
ჰაკერებმა პენტაგონის კომპიუტერულ ქსელზე თავდასხმა მოაწყვეს

ჰაკერებმა პენტაგონის კომპიუტერულ ქსელზე თავდასხმა განახორციელეს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების განცხადებით, კიბერდამნაშავეებმა მათ თანამშრომლებზე არსებული მონაცემებისა და შესაძლოა, უწყების საიდუმლო ინფორმაციის ხელში ჩაგდება მოახერხეს. საუბარია პენტაგონის თანამშრომლების სხვადასხვა ვიზიტებზე არსებულ ინფორმაციაზე, მათ პირად მონაცემებსა და საკრედიტო ბარათებზე. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ჰაკერების ხელში სავარაუდოდ უწყების 30 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები აღმოჩნდა, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების შედეგად რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

Associated Press-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰაკერებმა შესაძლოა, პენტაგონის საიდუმლო მასალებზე წვდომაც მოიპოვეს. სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმა სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა უწყებაში ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყვეს.