„ჰაიდენჰაიმმა“ ჰოლშტეინ კილი“ დაამარცხა – ზივზივაძეს და ქვილითაიას არ უთამაშიათ #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტეინ კილს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ქვილითაია კუნთის ტრავმას მკურნალობს და ჯერ გუნდს ვერ ეხმარება. ამჯერად ვერც ზივზივაძემ ითამაშა – მიზეზი ისაა, რომ წინა ტურის მატჩის შემდეგ ავადმყოფობდა და მოედანზე გასვლა ვერ შეძლო.
მეორე ბუნდესლიგაში გამართული ხუთი ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა“ 15 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ხოლო „ჰოლშტაინ კილი“ ბოლო, მე-18 პოზიციაზე დარჩა.