„ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის თასიდან გავარდა – ბუდუ ზივზივაძემ პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის თასის გათამაშებას საწყისს ეტაპზე გამოეთიშა, ქართველმა თავდამსხმელმა კი შეხვედრაში პენალტი ვერ გაიტანა.
გერმანიის თასის 1/32-ფინალში ქართველის გუნდი გასვლაზე რანგით მეოთხე ლიგის (ჩრდილოეთ რეგიონალლიგა) გუნდ „იედელოს“ დაუპირისპირდა და „ჰაიდენჰაიმის“ მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა ნაწილი სათადარიგოთა შორის დატოვა.
პირველი ტაიმში „იედელო“ 3:1 დაწინაურდა. ზივზივაძე მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა და თავსი გამოჩენაც შეეძლო, მაგრამ 58-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, საბოლოოდ კი „ჰაიდენჰაიმი“ 2:5 დამარცხდა.