ჰადერსფილდმა პრემიერლიგის ანტირეკორდი გაიმეორა
ჰადერსფილდმა პრემიერლიგის ანტირეკორდი გაიმეორა

ჰადერსფილდ თაუნმა კრისტალ პალასთან წააგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გაინაღდა პრემიერლიგიდან გავარდნა. მსგავსი შედეგი წარსულში მხოლოდ დერბი ქაუნტის ჰქონდა, რომელიც 2008 წელს ასევე მარტში გამოეთხოვა ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონს.

მატჩი, რომელიც კრისტალ პალასის საშინაო არენაზე გაიმართა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გოლები მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში გავიდა. 76-ე წუთზე პენალტი მილივოევიჩმა შეასრულა უშეცდომოდ, 88-ე წუთზე კი ვან აანჰოტლმა ჰადერსფილდელების წვალებას წერტილი დაუსვა.

ამრიგად, უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მომავალ სეზონს ჰადერსფილდ თაუნი ინგლისის მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიფში გაატარებს.