„ჰადერსფილდის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინგლისური კლუბების მნიშვნელოვან ნაწილს გაკოტრება ემუქრება
„ჰადერსფილდის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინგლისური კლუბების მნიშვნელოვან ნაწილს გაკოტრება ემუქრება

„ჰადერსფილდის“ პრეზიდენტი ფილ ჰოჯკინსონი ინგლისური კლუბების ფინანსური კრიზისით შეშფოთებულია და ახლო მომავალში „საფეხბურთო პირამიდის“ ნგრევას წინასწარმეტყველებს.

„მთავარი ის კი არ არის, რომ სეზონი დავამთავროთ, მთავარია რა იქნება შემდეგ. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, საფეხბურთო პირამიდა აღარ იარსებებს, –  ციტირებს ჰოჯკინსოსნის სიტყვებს BBC. – ბევრი კლუბი ჯერ კიდევ იმიტომ არსებობს, რომ ანაზღაურების გაცემა შეამცირეს და კრედიტორებსაც არ ისტუმრებენ. რომელიღაც მომენტში მათ გადახდა მოუწევთ.

ვხედავ სრულიად რეალური ალბათობას, რომ 50-60 ინგლისური კლუბი შეწყვეტს არსებობას. აუცილებელია, სასწრაფოდ მივიღოთ ზომები, რომ კლუბებმა იმ პერიოდამდე მიაღწიონ, როცა შემოსავლები საკმარისი იქნება“.