ჰაალანდმა ბუნდესლიგაში დებიუტი ჰეთ-თრიკით აღნიშნა
ჰაალანდმა ბუნდესლიგაში დებიუტი ჰეთ-თრიკით აღნიშნა

„დორტმუნდის“ ახალწვეულს ერლინგ ჰოლანდს ფენომენალური დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგაში. 19 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა მე-18 ტურის გასვლით მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 5:3 მოაგებინა თავის ახალ გუნდს „აუგსბურგთან” მატჩში, რომელშიც 1:3 იყო ჩამორჩენილი. ამასთან, ჰოლანდი მოედანზე 56-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ჰოლანდმა 59-ე, 71-ე და 79-ე წუთებზე გაიტანა და „დორტმუნდის“ მეორე ფეხბურთელია, ვინც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. პირველად ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეძლო 2013 წლის აგვისტოში.

„დორტმუნდი“ 33 ქულით მეოთხე ადილზე გადავიდა და ლიდერ „ლაიპციგს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.