გზები გაიყო - ბათუმის „დინამო“ დენკოვიჩმა დატოვა #1TVSPORT
გზები გაიყო - ბათუმის „დინამო“ დენკოვიჩმა დატოვა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსა“ და მონტენეგროელი ლეგიონერის, სტეფან დენკოვიჩის გზები გაიყო – ინფორმაციას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბათუმის „დინამოსა“ და სტეფან დენკოვიჩს შორის კონტრაქტი შეწყდა. კლუბის სახელით სტეფანს კარიერულ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია ბათუმური კლუბის პრეს-სამსახურის განცახდებაში.

ბათუმის „დინამომ“ მონტენეგროელი ლეგიონერი 2021 წლის დეკემბერში დაიმატა – დენკოვიჩმა კარიერა 2009 წელს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ დაიწყო, 2009-2011 წლებში „სოპოტში“ იჯარით წავიდა, ხოლო 2011-2013 წლებში ისრაელში, ჰაიფას „ჰაპოელში“ თამაშობდა.

2013 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს „ვოივოდინასთან“, ხოლო 2014 წელს უნგრეთის „პუშკაშ აკადემიაში“ გადავიდა. მის კარიერაში ასევე იყო პოლონური „ზავიშა“, სერბეთის „ზემუნი“, მონტენეგროს „ბოკელი“, ჩერნოგორიის „სუტიესკა“, სერბეთის „სპარტაკი სუბოტიცა“, 2021 წლიდან ყაზახურ „კაისარში“ თამაშობდა და 28 მატჩში ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ჰაიფას „ჰაპოელში“ ტოტოს თასის მფლობელი (2013) გახდა, ხოლო 2018 წელს „სუტიესკაში“ მონტენეგროს ჩემპიონობა იზეიმა. 30 წლის სტეფან დენკოვიჩი სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეა, მაგრამ არჩევანი მონტენეგროს სასარგებლოდ გააკეთა და ამ ქვეყნის 19 (6 მატჩი, 1 გოლი) და 21-წლამდელთა (3 მატჩი) ნაკრებებში ითამაშა.

დიდი გამოცდილების მიუხედავად, 31 წლის დენკოვიჩმა „დინამოში“ მხოლოდ ოთხი შეხვედრის ჩაატარა და ერთი საგოლე პასი შეასრულა, მაგრამ საბოლოოდ, გუნდს დაემშვიდობა.