გზა მედლამდე - ლაშა შავდათუაშვილის გამოსვლა ტოკიოში [ფოტოამბავი] #1TVSPORT
17:34, 26.07.2021
ლონდონი 2012 – ოქროს მედალი, რიო 2016 – ბრინჯაოს მედალი, ტოკიო 2020 – ვერცხლის მედალი. ეს ლაშა შავდათუაშვილი მონაგარია. მან ტოკიოს ოლიმპიადაზე მეტად დამაჯერებელი ჭიდაობით მიაღწია ფინალამდე, სადაც ასევე კარგად იბრძოლა, იაპონელ ონოს ორი გაფრთხილებაც მიაღებინა, თუმცა დამატებით დროში ერთი გდებით დამარცხდა.
ეს სიტყვები დასაწერად იოლია, თუმცა ყველაფერის უკან დიდი ემოცია დევს. თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტორეპორტაჟი იაპონიიდან სრულ წარმოდგენას შეგიქმნით ლაშას მიერ გავლილ ურთულეს გზაზე.
1/16. შავდათუაშვილი VS შენი (საფრანგეთი) გამარჯვება ვაზარით ძირითადი დროის ბოლო წუთზე1/8. შავდათუაშვილი VS ჰუსეინი (ჯიბუტი) ჯიბუტის წარმომადგენელმა თავადაც იცოდა, რომ განწირული იყოშავდათუაშვილი VS მარგელიდონი (კანადა) კანადელმა ლაშას დამატებით დროში შეასწრო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაექცა1/2. შავდათუაშვილი VS ანი (კორეა) ფინალამდე ლაშას ყველაზე რთული ბრძოლა ნახევარფინალში გადახდა, თუმცა დამატებით დროში ანმა სამი გაფრთხილება მიიღო და ფინალის გზა ქართველს დაუთმო.მძიმე ბრძოლაში გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი აქვს. მითუმეტეს, რომ ამ მოგებით მედალს ინაღდებ. სხვათა შორის, ნახევარფინალში ვაჟა მარგველაშვილმაც სამხრეთკორეელი დაამარცხა.ფინალი. შავდათუაშვილი VS ონო (იაპონია) 9:26-წუთიან ბრძოლას ორივე მებრძოლმა დიდი ენერგია შეალია. ბოლოს მაინც იაპონელმა შეძლო საჩემპიონო გდების შესრულება.ოქროსთან განშორების წამილაშა შავდათუაშვილი: ლონდონი 2012 – ოქრო, რიო 2016 – ბრინჯაო, ტოკიო 2020 – ვერცხლი.ძიუდოს ლეგენდები