გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ - არველაძემ ქეცბაიას წარმატება უსურვა #1TVSPORT
გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ - არველაძემ ქეცბაიას წარმატება უსურვა #1TVSPORT

შოთა არველაძე კვიპროსის ნაკრებში თემურ ქეცბაიას დანიშვნას გამოეხმაურა და წარმატებები უსურვა.

„ქეცბა გილოცავ! ძალიან გამახარე და აბა შენ იცი, წარმატებები კვიპროსის ნაკრებთან ერთად! გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ!“, – წერს „ჰალ სიტის“ ქართველი მწვრთნელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად 30 ივნისს წარადგინეს. ქართველი მწვრთნელი კვირპოსის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში ორგანიზაციის პრეზიდენტს, გიორგი კუმასს შეხვდა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

კვიპროსის ნაკრებში ქეცბაიას დიდი ხნის მეგობარი, თბილისის „დინამოს“ ექს-კაპიტანი, საქართველოს ნაკრებსა და „ანორთოსისისში“ მის ასისტენტად ნამუშევარი სოსო ჭედია იმუშავებს.

ქეცბაია ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დარჩენილ ორ თამაშში მოამზადებს, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გუნდს ასევე ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე უხელმძღვანელებს.