გვინეელი ფეხბურთელი გადატრიალების გამო აფრიკაში ჩარჩა #1TVSPORT
გვინეელი ფეხბურთელი გადატრიალების გამო აფრიკაში ჩარჩა #1TVSPORT

კლუბები ფეხბურთელებს ფიფა-ს სანაკრებო პაუზების შემდეგ ტრავმების გამო ხშირად კარგავენ. „ლოკომოტივმა“ შეიძლება თავდამსხმელი ფრანსუა კამანო იშვიათი მიზეზის გამო დაკარგოს – გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა.

გვინეის მთავრობა სამხედროების მცირე ჯგუფმა ლეიტენანტ-პოლკოვნიკი მამადი დუმბოიას მეთაურობით ჩამოაგდო, რომლებმაც განაცხადეს, რომ 83 წლის პრეზიდენტი ალფა კონდე, რომელიც მანამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების გაუქმებას აპირებდა, მათ ხელში უსაფრთხო ადგილზეა.

დუმბოიამ ასევე გამოაცხადა მთავრობის დაშლა, მოქმედი კონსტიტუციის გაუქმება და რესპუბლიკის საზღვრების დახურვა. გვინეაში შესვლა და გასვლა ორი კვირის განმავლობაში დაბლოკილია. მოსკოვის „ლოკომოტივის“ ლეგიონერი ამ დროს სამშობლოში იყო. ორშაბათს, 6 სექტემბერს, კამანოს უნდა ეთამაშა ეროვნულ გუნდში მაროკოს წინააღმდეგ. მაგრამ გადატრიალების გამო, მატჩი გაუქმდა და კამანო რუსეთში ვერ დაბრუნდა.

ფრანსუა სახლშია, მუდმივ კომუნიკაციაშია კლუბის თანამშრომლებთან, მაგრამ დაუდასტურა, რომ გამგზავრებას ვერ ახერხებს.

„მე ვერ მოვემგზავრები, რადგან გვინეის საზღვრები დაკეტილია. ფეხბურთის ფედერაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა მოთამაშეები შეუერთდნენ კლუბებს. რაც შეეხება ვითარებას, ჯერჯერობით არც მე და არც ჩემს ოჯახს არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ყველაფერი რიგზეა. ვიცი, რომ „ლოკომოტივი“ აქტიურად მუშაობს, მოსკოვში დროულად რომ ჩავიდე. ველოდები და ვიმედოვნებ, რომ ფრენები მალე განახლდება“.