გვილიამ პოლონეთის თასზე გაიტანა - კვეკვესკირი ძირითადში დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
გვილიამ პოლონეთის თასზე გაიტანა - კვეკვესკირი ძირითადში დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო გვილიამ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პოლონეთში გაიტანა, გუნდს კი გამარჯვებაში და პოლონეთის თასის შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.

ეს პოლონეთის თასის პირველ ეტაპზე მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი, ჩენსტოხოვასრაკუვი“ პოლონეთის რანგით მეოთხე ლიგის „კალიშს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში 37-ე წუთზე სწორედ გვილიამ გახსნა – საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა პენალტი გამოიყენა.

 

ნიკა კვეკვესკირის პოზნანისლეხმაც“ გასვლაზე ითამაშა და მისი მეტოქეც მესამელიგელი სკერნევიცესუნია“ იყო. პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 2:0. ქართველი ნახევარმცველი ავარიაში მოხვედრის შემდეგ „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნეს და 70-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მატჩის ბედი გარკვეული იყო.

დატოვე კომენტარი