გვილიამ „ლუცერნს“ მოაგებინა, პაპუნაშვილმაც გაიტანა [ვიდეო]
გვილიამ „ლუცერნს“ მოაგებინა, პაპუნაშვილმაც გაიტანა [ვიდეო]

ვაკო გვილიამ ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. მისმა „ლუცერნმა” შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში 1:0 მოუგო მეორეადგილოსან “ბაზელს”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან ახლახანს “მანჩესტერ სიტიმ” გამოაგდო. ეს ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 46-ე წუთზე გაიტანა. მისი და პასკალ შურპის დუეტი ამჟამადაც საუკეთესო იყო – თუკი წინა ტურში შურპმა ქართველის პასით გაიტანა, ახლა როლები გაცვალეს და გვილიამ შვეიცარიელის ფლანგური გადაცემა გოლით დააგვირგვინა 1:0. ამ მოგებით “ლუცერნმა” 34 ქულა დააგროვა დამე-5 ადგილზე დაწინაურდა.

რუსეთის პრემიერლიგაში კი მოსკოვის ”სპარტაკმა” სკა-ხაბაროვსკი” 1:0 დაამარცხა. ჯანო ანანიძე მოსკოველთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გიორგი ნავალოვსკი კი ხაბაროვსკელთა განცხადშიც არ იყო.

კვლავ “გენტის” ძირითადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის გუნდმა გასვლაზე “გენკს” 2:1 სძლია. 18 წლის ქართველმა 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 62-ე წუთზე კი შეცვალეს.

გეტებორგში” გიორგი ხარაიშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. შვედეთის თასზე “გოტებორგი” სტუმრად “მალმესთან” 0:1 დამარცხდა. “საბურთალოდან” ყოფილი კაპიტანი ახალი გუნდის ფორმით მოედანზე 79–ე წუთზე გამოჩნდა, “გოტებორგმა” შვედეთის ჩემპიონატში პირველ მატჩს 1 აპრილს ჩაატარებს.

გიორგი პაპუნაშვილმა კი ლა ლიგა 2-ში გოლი გაიტანა. 30-ე ტურში “სარაგოსამ” შინ ,,ლორკა” 3:1 დაამარცხა. პაპუნაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 18-ე წუთზე კი ანაგრიში გახსნა. ”სარაგოსა” 46 ქულით მე-8 ადგილზეა.