გვილია მოედანს მოგებით დაუბრუნდა – „რაკუვი“ ევროსეზონის აგრძელებს #1TVSPORT

23:51, 11.08.2022

სექტემბერში მოახლოებულ სანაკრებო მატჩებამდე კარგი ამბავია ვაკო გვილიას თავს – ტრავმებით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე ევროტურნირზე დაბრუნდა და ფაქტობრივად, სრული მატჩი ჩაატარა.

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ვაკო გვილიას კლუბმა, „რაკუვმა“ შინ სლოვაკურ ტრნავის „სპარტაკს“ უმასპინძლა. ქართველი პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ვაკოს კლუბში ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აღარ უთამაშია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის გუნდის განაცხადში პირველად 7 აგვისტოს, პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასას) მე-4 ტურის შეხვედრაში ზაბჟესგურნიკთან“ განაცხადში მოხვდა.

ბოლო შეხვედრას რაც შეეხება, პირველი მატჩი პოლონელებმა გასვლაზე 2:0 მოიგეს და ფავორიტის სტატუსი განმეორებით მატჩი გაამართლეს – ამჯერად, „რაკუვმა“ 1:0 მოიგო და კონფერენს ლიგის პლეი ოფში გავიდა, სადაც პრაღის „სლავიასა“ და „„პანათინაიკოსის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი