გვილია და „ლეგია“ შემდეგ ეტაპზე არიან - ქართველმა საგოლე გადაცემა შეასრულა
გვილია და „ლეგია“ შემდეგ ეტაპზე არიან - ქართველმა საგოლე გადაცემა შეასრულა

ვაკო გვილიას გუნდი, ვარშავას „ლეგიამ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი სამი კვალიფიკაციო რაუნდის თამაშები ერთმატჩიანებია. „ლეგიამ“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონს, „ლინფილდს“ უმასპინძლა და მოულოდნელად სუსტი მეტოქის დიდი წინააღმდეგობას წააწყდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ლეგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და არც მთავარია, იმ შეტევაში მონაწილეობდა, რომელიც ირლანდიელთა კარის აღებით დასრულდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გავიდა. ვარშაველების წამოწყებული შეტევა ვაკო გვილიამ განავითარა და საჯარიმოსთან ბურთი ხოსე კანტეს დაუგდო, რომელმაც „ლინფილდის“ კარი აიღო და პოლონელები მეორე საკვალიფიოკაციო ეტაპზე გაიყვანა – 1:0.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ბრესტის „დინამო“ – „ასტანა“ 6:3

„ყარაბაღი“ – „სილეკსი“ 4:0

ვარშავის „ლეგია“ – „ლინფილდი“ 1:0

ცრვენა ზვეზდა“ – „ევროპა“ 5:0

სელტიკი“ – „რეიკიავიკი“ 6:0

აღსანიშნავია ბელარუსის ჩემპიონის, ბრესტის „დინამოს“ მოგება ევროპის და ჩემპიონთა ლიგის ბოლო წლების ჯგუფური ეტაპის სისტემატურ მონაწილე ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანასთან“. ბელარუსები 37-ე წუთზე 4:0-ით დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი 6:3 მოიგეს. ამ ფაქტში აღსანიშნავი ისაა, რომ ბელარუსში ჩემპიონატი პანდემიის გამო არ შეჩერებულა, ყაზახეთში კი ორჯერ შეწყდა – ამ მატჩმა აჩვენა ის სხვაობა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი გუნდი ხანგრძლივმა შეჩერებამ დაასუსტოს.