გვილია ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მერებაშვილი და სხირტლაძე - ლიგაში დარჩენისთვის
გვილია ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მერებაშვილი და სხირტლაძე - ლიგაში დარჩენისთვის

პოლონეთში საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი ეტაპი დასრულდა, გაირკვა ფინალური და აუტსაიდერთა ჯგუფები.

პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერმა, ვარშავის „ლეგიამ“ და ვაკო გვილიამ მოულოდნელი მარცხი იწვნიეს – ექსტრაკლასას 30-ე ტურში ვარშაველები ზაბრჟესგურნიკს“ ესტუმრნენ და 0:2 დამარცხდნენ. ვაკო გვილია „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი მერებაშვილის პლოცკისვისლამ“ გასვლაზე „კრაკოვიასთან“ ქულა მოიპოვა – 1:1. მერებაშვილი ძირითადში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. დავით სხირტლაძის გდინიასარკამ“ კი მეორე კრაკოვულ გუნდს, „ვისლას“ უმასპინძლა და ვერ დაამარცხა – 0:0. სხირტლაძე „არკას“ სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ამით, პოლონეთის ექსტრაკლასაში ძირითადი ეტაპი დასრულდა ჯგუფური ეტაპი დაიწყება, სადაც 16 გუნდი 8-8-გუნდად გადანაწილდებიან – საუკეთესოები ჩემპიონობისა და ევროსაგზურებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ბოლო რვა გუნდი – ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

„ლეგია“ 30 ტურის შემდეგ, 60 ქულით პირველ ადგილზეა და გლივიცესპიასტს“ 7 ქულით ასწრებს. „გურნკის“ კი ამ მოგებამაც ვერ უშველა და აუტსაიდერთა ჯგუფში ითამაშებს. ამავე ჯგუფში მოხვდნენ გიორგი მერებაშვილის პლოცკისვისლა“ და დავით სხირტლაძის გდინიას „არკა“.