გვიან ჩართული „ძრავა“ და სასარგებლო ქვილითაია - კვიპროსული მედია „ანორთოსისის“ წაგებას გამოეხმაურა
გვიან ჩართული „ძრავა“ და სასარგებლო ქვილითაია - კვიპროსული მედია „ანორთოსისის“ წაგებას გამოეხმაურა

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ევროპის ლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა – გუნდი სტუმრად შვეიცარიულ „ბაზელთან” 2:3 დამარცხდა.

გამოცემა „სიგმალაივმა“ აღნიშნა, რომ ქეცბაიას გუნდმა „ძრავა“ გვიან ჩართო.

„მართალია, „ანორთოსისი” 3:0 აგებდა, მაგრამ სხვაობის შემცირება 3:2-მდე მოახერხა და კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდებოდა, მატჩი დამატებით დროში რომ გადაეყვანა. ქეცბაიას გუნდის საქმე თავიდანვე საკმაოდ რთული ჩანდა, რადგან „ბაზელი“ ძლიერი გუნდია. ეს მხოლოდ პირველ ტაიმში დადასტურდა, როდესაც გიორგი ლორიას კარს 45 წუთის განმავლობაში მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. მეორე ტაიმში როლები შეიცვალა – „ბაზელმა” 10 კაცით დარჩენილი ფამაგუსტელების შეტევაზე წონასწორობა დაკარგა, ხოლო თემურის გუნდი სასწაულთან ახლოს იყო და 45 წუთის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა. ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ „ანორთოსისმა” მეტი ვერა მოახერხა,“ – წერს გამოცემა.

სიგმალაივმაშვეიცარიელებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, „ანორთოსისში” ახლახან ჩარიცხული გიორგი ქვილითაია გამოარჩია:

„ახალწვეული გუნდს აშკარად გამოადგება და დაეხმარება. ეს აჩვენა ქვილითაიამ „ბაზელის” წინააღმდეგ თამაშში. „ანორთოსისის“ შემტევმა შვეიცარიელებთან 100 პროცენტით იბრძოლა, მოსაგებად ყველაფერი გააკეთა და გოლიც გაიტანა“.