გვარდიოლის გოლმა გვარდიოლას არ მოაგებინა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩები #1TVSPORT
გვარდიოლის გოლმა გვარდიოლას არ მოაგებინა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩები #1TVSPORT

ფაქტები

* რიად მაჰრეზი გახდა მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 20 გოლი გაიტანა. მას უსწრებენ მოჰამედ სალაჰი (44), დიდიე დროგბა (44), სამუელ ეტო’ო (30), სადიო მანე (27).

* 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგაში, რომელსაც არცერთი ფეხბურთელი არ შეუცვლია.

* “მანჩესტერ სიტის” პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 74 პროცენტი ჰქონდა, პასების სიზუსტე – 94,6 პროცენტი, მაგრამ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

* ოთხმა ინგლისურმა კლუბმა 1/8-ფინალის პირველ მატჩებში ვერცერთი ვერ მოიგო – სამი წაგება და ერთი ფრე.

* ერლინგ ჰალანდმა ბოლო ექვს მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

* ჰალანდს ბურთთან 22 შეხება ჰქონდა. შედარებისთვის „სიტის“ სხვა ფეხბურთელებს, მინიმუმ, 60, მეკარე ედერსონს – 37.

 

ლაიპციგი-მანჩესტერ სიტი 1:1

გოლები: 0:1 მაჰრეზი (27), 1:1 გვარდიოლი (70)

ლაიპციგი: ბლასვიჩი – კლოსტერმანი (ჰენრიხსი 46), ორბანი, გვარდიოლი, ჰალსტენბერგი (რაუმი 89) – ლაიმერი, შლაგერი (ჰაიდარა 82) – შობოშლაი, ფორსბერგი (ნკუნკუ 66), ვერნერი – ანდრე სილვა (პოულსენი 82).

სიტი: ედერსონი – უოლკერი, აკანჯი, რუბენ დიასი, აკე – როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, გრილიში – ჰალანდი.