გვარდიოლას პრესკონფერენციაზე დაავიწყდა, რომელ გუნდს წვრთნის (ვიდეო)
გვარდიოლას პრესკონფერენციაზე დაავიწყდა, რომელ გუნდს წვრთნის (ვიდეო)

სახალისო მომენტს ჰქონდა ადგილი „ბარნლისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე. „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აქებდა თავისი გუნდის საზაფხულო შენაძენს როდრის, როცა თავის კლუბად დაასახელა მიუნხენის „ბაიერნი“, რომელსაც 2013-16 წლებში ავარჯიშებდა.

„როდრი შესანიშნავად თამაშობდა, და არა მხოლოდ იმ მომენტებში, როცა ის ბურთით იყო. ის ჭკვიანურად გადაადგილდებოდა მინდორზე, რითაც უადვილებდა სამუშაოს სხვა მოთამაშეებს. ვფიქრობ, როდრი თანდათან ეჩვევა ახალ პირობებს და იდეალურად ერგება ამ ლიგას.

ვფიქრობ, მიუნხენის „ბაიერნმა“… უი, რა მიუნხენის „ბაიერნი“ (შუბლზე ხელი შემოირტყა). „მანჩესტერ სიტიმ“ შეიძინა… მიუნხენის „ბაიერნი“ – რა უბედურებაა? რაზე ვფიქრობდი?! ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტიმ“ შეიძინა დაუჯერებელი მოთამაშე მომავლის გათვლით“, – თქვა გვარდიოლამ.