გვარდიოლას ფეხბურთის ისტორიაში „ერთ-ერთი უმსხვილესი თაღლითი“ უწოდეს
გვარდიოლას ფეხბურთის ისტორიაში „ერთ-ერთი უმსხვილესი თაღლითი“ უწოდეს

„ტვიტერის“ სოციალურ ქსელში ჩაეშვა პოსტი, რომელშიც „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას კომპეტენციაზე მსჯელობენ. პუბლიკაციას ასეთი სათაური აქვს: „დაწვრილებითი ცნობა, რომელიც ამხელს ხოსეპ გვარდიოლას – საფეხბურთო მენეჯმენტის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს თაღლითს“.

პოსტში ამტკიცებენ, რომ გვარდიოლა „მემკვიდრეობით ვაჭრობს“, მან ხელში ჩაიგდო „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“, რომლებსაც დიდი რაოდენობით მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავდათ.

ასევე აღნიშნულია მისი დანახარჯები სატრანსფერო ბაზარზე.

„ბოლოს და ბოლოს, გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მივიდა, მაგრამ ამის ნაცვლად, თავის წინამორბედზე შორს ვერ წავიდა, არადა, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა შეკრიბა“, – წერია ერთ-ერთ კომენტარში.

„გვარდიოლა წარმატებას აღწევს მხოლოდ ისეთი გარემოებებისას, როცა წაგება შეუძლებელია“, – დაწერეს კიდევ ერთ კომენტარში.