გვარდიოლას ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს
გვარდიოლას ეროვნული ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ ეროვნულ ნაკლებს ჩაუდგება სათავეში. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო ამ როლში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა.

„დიახ, თანახმა ვარ, ეროვნული ნაკრები გავწვრთნა, თუ ამგვარი შესაძლებლობა მექნება“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „ფორფორთუს“ (FourFourTwo). – „მინდა, ვცადო. ჩემთვის ეს ყოველთვის საინტერესო იყო“.

ესპანელს სანაკრებო დონეზე არასოდეს უმუშავია, საკლუბო კარიერაში კი წარსულში „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ხელმძღვანელობდა.