გვარდიოლას ახალი თანაშემწე ჰყავს
გვარდიოლას ახალი თანაშემწე ჰყავს

ჰოლანდიის ნაკრების, „ბარსელონასა“ და „ფეიენოორდის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი „მანჩესტერ სიტიში“ ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა. ეს ინფორმაცია ჰოლანდიურმა გაზეთმა „ტელეგრააფმა“ (De Telegraaf) დაწერა.

„სპეციალისტი შეამჩნიეს „მანჩესტერ სიტის“ ბაზაზე და წინასწარი მონაცემებით, ის ამ გუნდში ჯერ კიდევ ზაფხულში იყო გადასული“, – წერს გამოცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ 44 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ფეიენოორდი“, რომელიც 2019 წელს დატოვა.

ასევე ვან ბრონკჰორსტი არის ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.