გვარდიოლამ უკრაინაში ბინა შეიძინა

09:30, 18.09.2019

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ აღიარა, რომ უკრაინაში ბინა შეიძინა. ესპანელი სპეციალისტისთვის ეს იქნება მის სამწვრთნელო კარიერაში მე-12 მატჩი დონეცკური გუნდის წინააღმდეგ.

„დიახ, მე აქ ბინა შევიძინე! „შახტარის“ წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია: „ბარსელონასთან“, „ბაიერნთან“ და ახლა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად. თითქმის ყოველ სეზონში ჩამოვდივარ აქ, უკვე მივეჩვიე და ძალიან მომწონს“, – განაცხადა გვარდიოლამ.

„შახტარისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 18 სექტემბერს, ხარკოვში გაიმართება.

მსგავსი