გვარდიოლამ „სიტიში“ პირველი ტიტული მოიპოვა
გვარდიოლამ „სიტიში“ პირველი ტიტული მოიპოვა

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის ლიგის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ 3:0 გაანადგურა „არსენალი“.

გვარდიოლას შეგირდები მე-18 წუთზე გავიდნენ წინ – ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა. 58-ე წუთზე „სიტიმ“ მეორე გოლი გაიტანა – თავი ვენსან კომპანიმ გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე დავიდ სილვამ დააფიქსირა.

„მანჩესტერ სიტიმ“ პირველი ტიტული მოიგო ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, რომელიც 2016 წლიდან ავარჯიშებს გუნდს.

„სიტიმ“ მეხუთედ გაიმარჯვა ინგლისის ლიგის თასზე (1970, 1976, 2014, 2016, 2018).