გვარდიოლამ, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
გვარდიოლამ, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრებს ჩაუდგეს სთავეში ინგლისურ კლუბში კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, – დაწერა გაზეთმა „მირორმა“.

აღნიშნავენ, რომ ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირმა უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ დაარწმუნოს 51 წლის სპეციალისტი – გახდეს ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი.

ცოტა ხნის წინ, გვარდიოლამ განაცხადა, რომ აპირებს „სიტის“ დატოვებას 2023 წლის ზაფხულში და სურვილი აქვს რომელიმე ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს.

დატოვე კომენტარი