გვარდიოლამ შესაძლოა, „იუვენტუსში“ მაურიციო სარი შეცვალოს
გვარდიოლამ შესაძლოა, „იუვენტუსში“ მაურიციო სარი შეცვალოს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შესაძლოა, ინგლისი დატოვოს და იტალიაში, კერძოდ კი „იუვნტუსში“ გადავიდე, – წერს The Sun.

წყაროს ინფორმაციით, ტურინული კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი დარწმუნებულია, რომ 49 წლის ესპანელი სპეციალისტი „იუვენტუსს“ კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანს.  ბრიტანულ გამოცემაში აღნიშნავენ, რომ გვარდიოლამ იტალიური კარგად იცის და იტალიურ ფეხბურთსაც კარგად იცნობს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურინელებმა გვარდიოლას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და გუნდი მაურიციო სარის ჩააბარეს.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ტურნირის ლიდერმა „ვერონასთან“ მოულოდნელი მარცხი იწვნია – 1:2. შედეგად „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილს „ინტერთან“ იყოფს. „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ უახლოესი მდევარი მეორეადგილოსანი „ლაციოა“, რომელიც კონკურენტებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი