გვარდიოლამ სანჩოს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
გვარდიოლამ სანჩოს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ „დორტმუნდის“ ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს ინგლისურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

„სანჩომ 2017 წელს გადაწყვიტა ჩვენგან წასულიყო და რატომ უნდა უნდოდეს დაბრუნება? როდესაც „ბორუსიაში“ მიდიოდა, აშკარად ეტყობოდა, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა. თუ ჯეიდონს მაშინ არ სურდა „მანჩესტერ სიტიში“ თამაში, დაბრუნებაც ნამდვილად არ ენდომება, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. 2019/2020 წლების სეზონზე სანჩომ გერმანულ კლუბში 44 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 20 გოლი და 20 შედეგიანი გადაცემაა.