გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ გეგმებზე ისაუბრა
გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ გეგმებზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ 2019/2020 წლების სეზონის დასრულების გეგმებზე ისაუბრა.

„არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გასვლა ინგლისის თასის ან ინგლისის ლიგის თასის მოგებაზე უფრო ფასეულია. ჩვენ ამ სეზონში არ ვიყავით საუკეთესოები, ჩემპიონი სხვა კლუბი გახდა, მაგრამ ჩვენ კიდევ პრემიერლიგის 18 სხვა გუნდზე წინ გავედით. „მანჩესტერ სიტის“ მიზანია სეზონის ბოლოს მეორე ადგილზე დავასრულოდ ასპარეზობა და, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვიდეთ“.

შეგახსენებთ, რომ 34-ე ტურის შემდეგ მანჩესტერელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარ ლონდონის „ჩელსის“ ცხრა ქულით უსწრებენ.