გვარდიოლამ კლოპი გააკრიტიკა - იურგენმა შეცდომა დაუშვა, მან კალენდარი კიდევ ერთხელ უნდა ნახოს
გვარდიოლამ კლოპი გააკრიტიკა - იურგენმა შეცდომა დაუშვა, მან კალენდარი კიდევ ერთხელ უნდა ნახოს

პერ გვარდიოლამ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გააკრიტიკა. გერმანელმა სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ „სიტის“ ორი კვირის განმავლობაში დასვენება მოუწია, რაც კორონავირუსის გამო იყო გამოწვეული. სინამდვილეში კი „ქალაქელებმა“ ერთი კვირის განმავლობაში დაისვენეს. 27 დეკემბერს „ნიუკასლთან“ გამარჯვების შემდეგ მათ 3 იანვარს მოუწიათ თამაში „ჩელსის“ წინააღმდეგ.

იურგენმა შეცდომა დაუშვა, მან კალენდარი კიდევ ერთხელ უნდა ნახოს. ჩვენ კორონავირუსი გვქონდა და ერთი კვირის შემდეგ „სტემფორდ ბრიჯზე“ 14 ფეხბურთელით ვითამაშეთ. შეიძლება ვცდები და ეს იყო 2 ან 3 კვირა. როცა მას პირადად ვნახავ ამას შევეკითხები. გაოცებული ვარ, არ მეგონა კლოპი თუ ასეთი მწვრთნელი იყო, მისგან ამ კომენტარს არ ველოდებოდი“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ლივერპულისა“ და „სიტის“ შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართება. ამ მატჩს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ორივე გუნდისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. „მერსესაიდელებს“ 40 ქულა აქვთ, ხოლო „ქალაქელები“ კი 47 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.