გვარდიოლამ ხუთი შეცვლის დაბრუნება მოითხოვა
გვარდიოლამ ხუთი შეცვლის დაბრუნება მოითხოვა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მოუწოდა პრემიერლიგის ხელმძღვანელობას – დააბრუნოს მატჩებში ხუთი შეცვლის წესი. ამგვარი მოწოდების მიზეზი გახდა მიმდინარე სეზონში კუნთის ტრავმების რიცხვის ზრდა. კერძოდ, ესპანელი სპეციალისტის სიტყვებით, ამ სეზონში ამგვარი დაზიანებების რიცხვი შარშანდელთან შედარებით 47 პროცენტით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი ცვლილების წესი შემოიღეს 2019-20 წლების სეზონის განახლების შემდეგ. ეს გაკეთდა ფეხბურთელებისთვის დარტვირთვების შემცირების მიზნით. სეზონის დასრულების შემდეგ, პრემიერლიგის კლუბებმა ხმა მისცეს სამი შეცვლის წესის დაბრუნებას.

ამ სეზონის მსვლელობისას, „სიტიმ“ უკვე დაკარგა რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის, სერხიო აგუერო, გაბრიელ ჟესუსი, ბენჟამენ მენდი და ნათან აკე.

„უნდა დაუბრუნდეს თუ არა პრემიერლიგა ხუთ ცვლილებას? ასი პროცენტით. პრემიერლიგის მოთამაშეებში 47 პროცენტით არის გაზრდილი კუნთის ტრავმები. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი არ არიან მზად დიდი რაოდენობით მატჩებისთვის. და აქ ლაპარაკი არ არის ერთ კლუბზე.

ყველა ლიგაში – გერმანიაში, ესპანეთში, ყველგან – ხუთი შეცვლაა დაშვებული, რადგან იქ იცავენ მოთამაშეებს. იმედია, გადაიხედება ეს წესი და გავაკეთებთ ისე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, რადგან უნდა მოვერგოთ პანდემიის სიტუაციას“, – მოჰყავს გვარდიოლამ სიტყვები BBC-ს.