გვარდიოლამ ინგლისურ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებებისკენ მოუწოდა
გვარდიოლამ ინგლისურ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებებისკენ მოუწოდა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მოუწოდა ინგლისური ფეხბურთის ჩინოვნიკებს, სეზონში მატჩების რაოდენობის შესამცირებლად ინგლისის ლიგის თასის გათამაშება გააუქმონ.

„იმისთვის, რომ განრიგი ნაკლებად დატვირთული იყოს, საჭიროა, გაუქმდეს ერთ-ერთი შიდა ტურნირი, მაგალითად ინგლისის ლიგის თასი. მოაშორეთ რამდენიმე ტურნირი და მატჩების რაოდენობა შემცირდება.

ნაკლები მატჩი, ნაკლები ტურნირი, ნაკლები გუნდი, მეტი ხარისხი. ხალხს ეს მოეწონება. ამის შემდეგ, ისინი მოასწრებენ თეატრში, კინოში, რესტორანში სიარულს, ფეხბურთის მიღმა ცხოვრებით სიამოვნების მიღებას.

სხვანაირად უკვე შეუძლებელია. მატჩების დიდი რაოდენობის გამო, მოთამაშეები ტრავმებს იღებენ. და ეს არ მიკვირს. ძალიან მწყდება გული კეინისა და რეშფორდის გამო. საფეხბურთო ხელისუფლება ამაზე უნდა დაფიქრდეს.

ორი დღის ინტერვალით ვთამაშობთ ისევ და ისევ. მოთამაშეები იტანჯებიან ასეთი გრაფიკის გამო. სეზონში ამდენი მატჩის ჩასატარებლად, საჭიროა წელიწადი 400 დღისგან შედგებოდეს“, – განაცხადა პეპ გვარდიოლამ.