გვარდიოლამ განაცხადა, რომ „სიტის“ რამდენიმე ფეხბურთელს დაატოვებინებს
გვარდიოლამ განაცხადა, რომ „სიტის“ რამდენიმე ფეხბურთელს დაატოვებინებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კლუბში ცვლილებები დაანონსა. მისი თქმით, გუნდიდან წასვლა რამდენიმე ფეხბურთელს მოუწევს.

„ჩვენი ყველა ფეხბურთელი „სიტიში“ ასპარეზობას იმსახურებს. ისინი ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal. – თუმცა, წლები გადის და სიტუაცია იცვლება.

ზოგი მზად არის შეეგუოს იმ ფაქტს, რომ სულ ვერ ითამაშებს, ზოგისთვის კი ეს რთულად მისაღებია. ამიტომ, რამდენიმე ფეხბურთელს წასვლა მოუწევს“.

გვარდიოლას კლუბი შესანიშნავ სეზონს ატარებს, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ათი ქულით უსწრებს.

დატოვე კომენტარი