გვარდიოლამ გალიარდოზე ისაუბრა
გვარდიოლამ გალიარდოზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი კოლეგა „რივერ პლეიტიდან“, მარსელო გალიარდო შეაქო. როგორც ცნობილია, არგენტინული კლუბის დამრიგებლით „ბარსელონაა“ დაინტერესებული.

„გალიარდო და „რივერი“ საოცარ შედეგებს აღწევენ. ისინი წლიდან წლამდე ძალიან უმატებენ“, – ციტირებს TNT sports გვარდიოლას. – „არის რაღაცები, რისი ახსნაც მე არ შემიძლია. ერთ-ერთი ასეთი ფაქტია, თუ რატომ არ აირჩიეს იგი წლის საუკეთესო მწვრთნელად. ჩვენ სამხრეთამერიკულ ფეხბურთს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ფეხბურთს მარტო ევროპაში არ თამაშობენ“ – დაასრულა ეპანელმა.