გვარდიოლამ დაასახელა თარიღი, როცა „მანჩესტერ სიტის“ განაჩენს გამოუტანენ ფინანსური მაქინაციების საქმეზე #1TVSPORT
გვარდიოლამ დაასახელა თარიღი, როცა „მანჩესტერ სიტის“ განაჩენს გამოუტანენ ფინანსური მაქინაციების საქმეზე #1TVSPORT

ინგლისურ ფეხბურთში გრძელდება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროცესი, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან ფინანსური ფეარ პლეის 115 დარღვევას უკავშირდება. „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მალე ამ საქმეზე საბოლოო ვერდიქტი გახდება ცნობილი. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ განაჩენი ერთი თვის განმავლობაში იქნება გამოტანილი, არაუგვიანეს 3 მარტისა. გვარდიოლა ასევე დარწმუნებულია, რომ კლუბი არაფერშია დამნაშავე.

„ჩემი აზრით, ერთ თვეში ცნობილი იქნება საბოლოო ვერდიქტი. ამის შემდეგ გაიგებთ ჩემს აზრს მომხდარზე. დღეს ჩემი სიტყვები ვერ გადაარწმუნებს ადამიანებს – მათ მიაჩნიათ, რომ ამ კლუბში მხოლოდ ფულზე ლაპარაკობენ.

მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ პირველი ექვსეულის ბოლო ადგილზე ვართ დანახარჯების ოდენობით. მას შემდეგაც კი, რაც ამ სატრანსფერო ფანჯრისას დავხარჯეთ, ჩვენ ჩამოვრჩებით „ჩელსის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალსა“ და „ტოტენჰემს“. „ლივერპულსაც“ კი. ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო სეზონებში ბევრს ვყიდით“, – განაცხადა გვარდიოლამ.