გვარდიოლამ დაადასტურა, რომ არტეტა „არსენალში“ ინიშნება
გვარდიოლამ დაადასტურა, რომ არტეტა „არსენალში“ ინიშნება

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ მისი თანაშემწე მიკელ არტეტა უახლოეს მომავალში სათავეში ჩაუდგება ლონდონის „არსენალს“.

„ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ბრიტანული პრესის მონაცემებით, არტეტას „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად 21 დეკემბერს დანიშნავენ.

მიკელ არტეტა „არსენალში“ 2011-16 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა და „მანჩესტერ სიტიში“ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს უნაი ემერი და მის მოვალეობებს ფრედი ლიუნგბერგი ასრულებს.