გვარდიოლამ ციხეში კატალონიელი პოლიტიკოსები მოინახულა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა არა ერთხელ დაუსჯიათ ინგლისში იმის გამო, რომ პრემიერლიგის მატჩების დროს ატარებს ყვითელ ლენტს იმ პოლიტიკოსების მხარდასაჭერად, რომლებმაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ორგანიზებაში მიიღეს სმონაწილეობა. მადრიდი ამ რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს და ხსენებული პოლიტიკოსები სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული აჯანყების ბრალდებით იქნენ დაპატიმრებულნი.
სანაკრებო პაუზის დროს, გვარდიოლამ ჯორდი სანჩესსა და ჯორდი კუიკსარს სხვა სახითაც დაუჭირა მხარი – „სიტის“ დამრიგებელმა ისინი „ლედონერსის“ ციხეში მოინახულა.
იტყობინებიან, რომ საპატიმროში ყოფნისას, გვარდიოლა გამოვიდა სიტყვით ლიდერობასა და გუნდურ მუშაობაზე.
უფრო ადრე, გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვება მიუძღვნა დაპატიმრებულ კატალონელებს, ესპანურმა პოლიციამ კი მწვრთნელი სეპარატისტთა სიაში შეიყვანა.