გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გააკრიტიკა #1TVSPORT
გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გააკრიტიკა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკრიტიკა ჩემპიონთა ლიგის რეფორმა. ესპანელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ტურნირში მატჩების რაოდენობა გაიზრდება.

„ყოველ ჯერზე ერთი და იგივე. ყველას ფეხბურთში ხარისხის გაუმჯობესება სურს, უეფა კი რაოდენობის გაზრდისკენ ისწრაფვის.

ჩვენ არაფერს ვწყვეტთ, ასე რომ, იქნებ ვთხოვოთ უეფა-სა და ფიფა-ს წელიწადი გაზარდოს. მაგალითად, 400 დღე წელიწადში. აი. ეს იქნება საკითხის გადაწყვეტა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი“, – თქვა გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტი“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეა მისული, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი მატჩი 28 აპრილს, პარიზში გაიმართება.