გვარდიოლა - ყოველ სამ-ოთხ დღეში მატჩების ჩასატარებლად მზად არა ვართ
გვარდიოლა - ყოველ სამ-ოთხ დღეში მატჩების ჩასატარებლად მზად არა ვართ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩის წინ საკუთარი გუნდის მზადყოფნაზე საუბრობს.

„ხვალ ყველა ერთად ვიხილავთ გუნდის მზადყოფნის დონეს და გავიგებთ, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. ყველა გუნდს სულ სამი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად. რაც არის, ეს არის. შექმნილ სიტუაციაში ყველა დაზარალდა როგორც პირადად, ასევე ეკონომიკურად. თუმცა, პირობებთან ადაპტირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ მზად ვართ, ერთი მატჩი გავმართოთ, მაგრამ სამ-ოთხ დღეში თითო მატჩის ჩასატარებლად მზად არა ვართ. როტაციას ჩავატარებთ და ყველა ფეხბურთელს გამოვიყენებთ“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „მანჩესტერ სიტის“ პრეს-სამსახურს.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალს“ შორის დღეს, 17 ივნისს, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.