გვარდიოლა ყოველ 23 მატჩში ერთ ტიტულს იგებს, ესპანელი ვალერი ლობანოვსკის დაეწია
გვარდიოლა ყოველ 23 მატჩში ერთ ტიტულს იგებს, ესპანელი ვალერი ლობანოვსკის დაეწია

ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ 2:1 დაამარცხა „ასტონ ვილა“. მანჩესტერული კლუბის დამრიგებლისთვის ხოსეპ გვარდიოლასთვის ეს იყო 29-ე ტიტული კარიერაში მწვრთნელის რანგში.

როგორც ირკვევა, გვარდიოლა ყოველ 23 მატჩში იღებს ერთ ტიტულს. „მანჩესტერ სიტიმდე“ ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონასა“ (14 ტიტული) და „ბაიერნს“ (შვიდი ტიტული) ავარჯიშებდა.

29-ე ტიტულის მოპოვებით, გვარდიოლა დაეწია ლეგენდარულ უკრაინელ სპეციალისტს ვალერი ლობანოვსკის. პირველ ადგილზეა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონი (49 ტიტული), მეორეზე – რუმინელი მირჩა ლუჩესკუ (33). თუმცა, გვარდიოლამ 29 გამარჯვება 11 წელიწადში მოიპოვა, ფერგიუსონის კარიერა 39 წელი გრძელდებოდა, ლუჩესკუსი 40 წელს ითვლის, ლობანოვსკის – 42 წელს.

გვარდიოლას „სიტიში“ რვა ტიტული დაუგროვდა: ინგლისის ჩემპიონატში ორი გამარჯვება, ინგლისის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი და ორჯერ ინგლისის სუპერთასი.