გვარდიოლა – წელს ერთი ტიტულის მოგების შანსი კიდევ გვაქვს
MANCHESTER, ENGLAND - DECEMBER 29: Pep Guardiola, Manager of Manchester City looks on during the Premier League match between Manchester City and Sheffield United at Etihad Stadium on December 29, 2019 in Manchester, United Kingdom. (Photo by Alex Livesey/Getty Images)
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისის თასის ნახევარფინალში „არსენალთან“ განცდილი მარცხის (0:2) შესახებ კომენტარს აკეთებს.
„ახლა მომავალ სეზონზე ჯერ არ ვფიქრობ. ჩვენ გვქონდა ამ სეზონში ორი ტიტულის მოგების შანსი და ერთ-ერთი ხელიდან გავუშვით. ახლა მხოლოდ ერთი, ჩემპიონთა ლიგა გვრჩება და სწორედ ამაზე ვფიქრობთ. როცა წლევანდელი სეზონი ბოლომდე დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს მომავალზე“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები მანჩესტერული კლუბის პრეს-სამსახურს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალ მადრიდს“ შორის 7 აგვისტოს მანჩესტერში გაიმართება. პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.